საზოგადოება
№182 სკოლის პედაგოგები სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ

skola182მოძრაობა "მამული, ენა, სარწმუნოება" თბილისის №182 საჯარო სკოლიდან პედაგოგების განთავისუფლებას აპროტესტებს. როგორც საქინფორმს მოძრაობის ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, მასწავლებლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მანდატურმა გაათავისუფლა. დღეს №182 საჯარო სკოლის პედაგოგებმა განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს სამსახურში აღდგენის თხოვნით   წერილობითი მიმართეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში სამსახურიდან დათხოვნილმა მასწავლებლებმა განაცხადეს, ისინი სკოლის დირექტორმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.

№182 სკოლის ყოფილმა პედაგოგმა ქეთევან ახობაძემ აღნიშნა, რომ დირექტორმა მას სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად ოჯახის სტაბილური მატერიალური მდგომარეობა დაუსახელა.

"განმიცხადა, რომ მე ვარ ახალგაზრდა და კარგი სპეციალისტი, რომ მე მაქვს მყარი ფინანსური მდგომარეობა და სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება. ისიც მითხრა, რომ ის ვალდებული არ იყო, ახსნა-განმარტებები მოეცა ჩემთვის. ამ ქალბატონს ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა არ აქვს," - განაცხადა ქეთევან ახობაძემ.