საზოგადოება
„აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი" - პატრიარქის მოსაყდრე

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. პატრიარქის მოსაყდრემ აბორტების აკრძალვის აუცილებლობაზე ილაპარაკა. მეუფე შიო მუჯირი აბორტს ნატურალურ ფაშიზმს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში წლის განმავლობაში 40 ათასზე მეტი აბორტი კეთდება.
აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი, რომელ ჩხუბსა და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი ბავშვი იკვლება მარტო ჩვენ მიერ, ეს არაოფიციალურად, თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შეხედოთ, ღმერთი არასდროს არ მისცემს იმ ერს ბედნიერებასა და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. თუ ქმარი ცოლს შეეხო, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია და ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცი და დასასჯელია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა, ის უარესია, - განაცხადა მეუფე შიომ.