საზოგადოება
ვაშინგტონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში „დავერბოვკებული“ პოლიტმიტროპოლიტები ბრიტანეთის საელჩოში დაიბარეს და ანტირუსული ქადაგებების კონსპექტები გადასცეს

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პროპაგანდისტი ბრიტანეთის საელჩოში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.
საუბრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება, აგრეთვე მათი, ანუ სინოდის წევრების ვაშინგონში - თეთრ სახლში, სტრასბურგში - ევროპარლამენტში და ბრიუსელში - ნატოს შტაბბინაში მივლინებების შეჯამება იყო.
„არავისთვის არ არის უცხო, რომ პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ბოროტება და უბედურება დასავლეთიდან მოდის და ეს მაინც მიმართულია საზოგადოების დეზორიენტაციისთვის მაშინ, როცა ქვეყანას სერიოზული ამოცანები აქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
„დღევანდელ დღეს ჩვენ გულისტკივილით აღვნიშნავთ და გამოვხატავთ, რომ რუსეთი სათანადოდ არ აფასებს საქართველოს და სათანადო ურთიერთობა არა აქვს. ეს გულისტკივილი არის. გადის დრო, არ იცვლება ურთიერთობა არც აფხაზეთში, არც ოსეთში. ხედავთ, რაც ხდება საერო მხარეზე, ასევე საეკლესიო მხრივაც. გვინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთობა იყოს, მაგრამ პოზიტივს ვერ ვხედავთ“
, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა.
შეხვედრას დიპლომატებთან წინ უძღოდა ფოთელი ეპისკოპოსის ქადაგება, რომლის დროსაც მეუფე გრიგოლმა რუსულ აგრესიასა და საზოგადოების იმ წარმომადგენლებზე ილაპარაკა, რომლებიც დღემდე ოკუპანტს ემსახურებიან. წმინდა სინოდის წევრი მიმართვაში წერს, რომ საქართველოში დღესაც არიან რუსულ წიაღში აღზრდილი მოღვაწეები, რომლებიც რუსული ინტერსების გატარებას ცდილობენ.