საზოგადოება
მეწყერში მოყოლილი ოთარ ცენტერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

achara_dazaralebuliშუახევის რაიონში მეწყერში მოყოლილი 43 წლის ოთარ ცენტერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. იგი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დაშავებული გვიან საღამოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ცენტერაძეს მარცხენა მუხლის მოტეხილობა და გადაცივება აღენიშნება.

აღსანიშნავია, რომ შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში ზვავის ქვეშ მოყოლილ ოთარ ცენტერაძეს მაშველები 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ზვავიდან ამოყვანის შემდეგ, ის 4 კილომეტრი ფეხით ატარეს.