სამართალი
პრეზიდენტის მოთმინების იდეოლოგია, ანუ მარგველაშვილის მდიდარი სექსუალური ცხოვრების შედეგები - საქინფორმი

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. „კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ხორციელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. ამდენი წლის განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება.
ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშაობთ ამ პოლიტიკის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში შეხვედრებზე საუბარი ორი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი არის ევროკავშირი და მეორენატო.
ფაქტობრივად, ჩემს კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან მიმართებით. ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ პრობლემას გადალახავს.
ჩვენ ვისაუბრეთ ნატოსთან მომავალი სამიტის თაობაზე, სადაც საქართველოც იქნება მიწვეული. ამ სამიტზე განიხილავენ და გადაწყვეტენ იმ საკითხებს, რომლებიც გვაინტერესებს, ეს იქნება შავი ზღვის ფორმატი, საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია და საქართველოს როლის აღიარება, რომელიც ნატოსგან არაერთხელ გაგვიგია.
ამ შედეგების პარალელურად, ყველა შეხვედრას, რა თქმა უნდა, მძიმე ფონად გაჰყვებოდა ის მკვლელობა და მერე ამ მკვლელობის გაგრძელება, ჩვენი მოქალაქეების მიტაცებით, რომლებსაც არ უშვებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ასევე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თემა. ბუნებრივია, იყო მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქინფორმი მკითხველებს შეახსენებს, რომ უფრო ადრე, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ბრიფინგის მიმდინარეობისას მარგველაშვილმა თავისი „მდიდარი სექსუალური ცხოვრების“ შესახებ განაცხადა. როგორც ჩანს, ამ პროცესის შედეგად და ფილოსოფიურ განათლებასთან შეხამებით, საქართველოს პრეზიდენტს ახალი იდეა დაებადა - სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“, რომელსაც ამიერიდან ის გააპიარებს თავისი სასაცილო და უაზრო გამოსვლების დროს.
მარგველაშვილი ეცდება, ეს თავისი „ნოუ ჰაუ“ დაუპირისპიროს პრემიერ კვირიკაშვილის ახალ ინიციატივას - დაიწყოს მოლაპარაკება რფ-ის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე აფხაზებთან და ოსებთან.