რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მისი უწმინდესობის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.
მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდა და განათლება, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვ.
კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.