სამართალი
გერმანიის შს მინისტრი - საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არ გაიზარდოს

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შემაშფოთებელია. საქართველოს მთავრობა ამის შესახებ ინფორმირებულია და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს.
ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით იმ პირების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა განვიხილოთ ევროკომისიასთან შედეგები, თუ მოვლენების ამგვარი განვითარება გაგრძელდება“, – განაცხადა ტომას დე მეზიერმა.
ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემებია უსაფრთხოება და მიგრაცია. მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ არსებული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე იმ ზომებზე, რომელთა განხორციელებაც, შესაძლოა, საჭირო გახდეს.