აქტუალური
რად გვინდა ასეთი მსოფლიო, თუკი რუსეთი არ იქნება? - პუტინი

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. „გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ შესაძლებელია, მიღებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარაკეტო თავდასხმის თავიდან აცილების ჩვენი სისტემები დააფიქსირებენ არა მხოლოდ რაკეტების სტარტს, არამედ მოგვცემენ ფრენის ზუსტ პროგნოზს და ტრაექტორიებს, და რფ-ის ტერიტორიაზე ქობინების ჩამოვარდნის დროს. ამას საპასუხო, შემხვედრი დარტყმა ჰქვია, როდესაც ჩვენ კანონიერი უფლება გვეძლევა, ვუპასუხოთ“, - ამბობს რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საიდა მედვედევას ახალ დოკუმენტურ ფილმში „მსოფლწესრიგი 2018“.
„დიახ, კაცობრიობისთვის ეს გლობალური კატასტროფა იქნება, მსოფლიოსთვის გლობალური კატასტროფა იქნება, მაგრამ როგორც რუსეთის მოქალაქეს, როგორც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, ერთი შეკითხვის დასმა მსურს: და რად გვინდა ასეთი მსოფლიო, თუკი რუსეთი არ იქნება?“, - განაცხადა პუტინმა.