პოლიტიკა
ქართველმა და ირანელმა დიპლომატებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

sagareo-saqmeta-saminსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე 7 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მაჯიდ სამაძადე საბერს შეხვდა და ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა.

“მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიმართულებით როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო დონეებზე,“– იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთათვის მიმდინარე წლის 26 იანვრიდან მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მეორე მხარის ტერიტორიაზე 45 დღემდე ყოფნის უფლებით.