საზოგადოება
საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე სირთულეს წარმოადგენს, ეს კარგი იდეა არ არის - ჯეიმს აპატურაი

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის წინაღობა არ არის, თუმცა სირთულეს წარმოადგენს.
ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ ამერიკული „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატოს წევრობას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კომპრომისით შეიძლება დათანხმდეს.
ლაპარაკია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეხუთე მუხლის დროებით ამოქმედების გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე.
აპატურაის თქმით, ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას.
ვერ ვიტყვი, რომ ეს არის წინაღობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სირთულე. ეს არის პოლიტიკური საკითხი. თუმცა, ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, ქართულ რეფორმებს, საქართველოს მისწრაფებას და არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რუსეთი წლებია, საქართველოს ტერიტორიებზე იმყოფება და ამ სირთულეების ცოდნის ფონზე, ნატო აცხადებს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, ეს სირთულე ნამდვილად არის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამასთან, აპატურაის თქმით, ნატოს სახელმწიფოებს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელიათ.
მისი მოსაზრებით, არ არის რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობით გაწევრიანებაზე.
უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებსჰერითიჯ ფაუნდეიშენისმიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელია.
შემიძლია, ჩემი მოსაზრება გითხრათ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის სასარგებლო და რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობით გაწევრიანებაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენისმიერ წარმოდგენილი წინადადება შეიცავს და დაკავშირებულია სირთულეებთან, ძალიან ბევრ შესაძლო სირთულესთან.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის რეალისტური, ხალხმა ამ თემაზე იფიქროს და იმსჯელოს. ალიანსის წევრი ქვეყნების ყურადღება კონცენტრირებულია ქართული რეფორმების მხარდაჭერაზე. ეს არის საკითხი, რაზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს კონსენსუსი მიღწეული აქვთ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენისმიმართ პატივისცემის მიუხედავად, არ არის კარგი იდეა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ გაჩნდეს ამ სცენარის ირგვლივ მოლოდინი საზოგადოებაში“, – აცხადებს აპატურაი.
მისივე მოსაზრებით, ამ სცენარის შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნება პროვოკაციების და კონფლიქტის გაღვივების შესაძლებლობა.
არ ვფიქრობ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მზად იყვნენ ამ რისკისთვის და დესტაბილიზაციის შექმნის საშიშროებისთვის. ექსპერტები ისტორიულ მაგალითებზეც საუბრობენ. ერთადერთ მაგალითად შეიძლება ცივი ომისდროინდელი გერმანია მოვიყვანოთ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს სრულიად განსხვავებული შემთხვევა და სცენარი იყო.
ალიანსმა მაშინ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად იყო, გერმანიის იმ ნაწილის დასაცავად, რომელიც ნატოში იყო გაწევრიანებული, საომარ მოქმედებებში ჩართულიყო. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენისმიერ წარმოდგენილ სცენარს და ცივი ომის დროინდელ გერმანიას შორის პარალელს ვერ გავავლებთ. ეს განსხვავებული სცენარია“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.