პოლიტიკა
აშშ სხვა სახელმწიფოთა სუვერენულ საქმეებში ჩარევაზე ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარს ხარჯავს! - ანდრეი კლიმოვი

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის თავიდან აცილების საკითხებში ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიმოვმა გამოთქვა აზრი, რომ 2018 წელს რფ-ის პრეზიდენტის არჩევნები აშშ-სთვის „ბრძოლის ველია“, და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ვაშინგტონის ჩარევა გაგრძელდება და გაძლიერდება.
კლიმოვის თქმით, აშშ-ის მხრიდან ამ არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში დაიწყო: „პენტაგონი და დიპლომატიური სამსახურები გამოკვლევებს ატარებდნენ, იქმნებოდა და კვლავაც იქმნება საგანგებო საინფორმაციო ფონი“. „2018 წელი: პირდაპირი აგიტაცია და მცდელობა, ყველა დაარწმუნონ, რომ არანაირი 40%-ზე მეტი გამოცხადება არ შეიძლება იყოს, თუმცა თვითონაც ესმით, რომ 60%-ზე ნაკლები ვერ იქნება. მათ ასეთი განწესი აქვთ“, - თქვა სენატორმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე ТАСС-ში.
„ახლა მიმდინარეობს ომი საჯარისო ოპერაციების გარეშე, დღევანდელი ჩვენი ბრძოლის ველი - საპრეზიდენტო არჩევნებია. ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია პასუხის გაცემა - ამ მხრივ ჩვენ აშშ-სთვის განსაკუთრებული სახელმწიფო ვართ. მას ეს ესმის და არც მალავს“, - დასძინა კლიმოვმა.