აქტუალური
ერგნეთის შეხვედრებზე სამხრეთ ოსეთის დელეგაციას მურატ ჯიოევის ნაცვლად ეგორ კოჩიევი უხელმძღვანელებს

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ერგნეთში სამხრეთ ოსეთის დელეგაციას მურატ ჯიოევი ნაცვლად ეგორ კოჩიევი უხელმძღვანელებს.
ეგორ კოჩიევი დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი იყო, 1992-2005 წლებში კი სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
მანამდე ერგნეთში გამართულ შეხვედრებზე სამხრეთ ოსეთის მხარეს მურატ ჯიოევი ხელმძღვანელობდა, რომელიც ე.წ. პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის პოლიტიკური წარმომადგენელი იყო და ამ მანდატით ჟენევის მოლაპარაკებებშიც იღებდა მონაწილეობას.