აქტუალური
თუ ტატუნაშვილის ცხედარი დოკუმენტური თანხლების გარეშე გაიცემა, თქვენ პირველები დაეტაკებით სამხრეთ ოსეთს! საქართველოშიც კი ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას, სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება - ანატოლი ბიბილოვი

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას, კერძოდ, განაცხადა:
„მესმის, რომ თქვენი ვიზიტი ტატუნაშვილის გარდაცვალებას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან საკითხი დააყენეთ, გეტყვით, რომ სამხრეთ ოსეთის კანონებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ცხედრის გასაცემად აუცილებელია ექსპერტიზა. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და ჩვენ არ შეგვიძლია, ასე უბრალოდ შევასრულოთ მოთხოვნა ტატუნაშვილის გადაცემაზე. ჩვენ ეს არ გვინდა.
საქართველოშიც კი ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას, სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება. არავინ ამბობს, რომ ის არ უნდა იყოს გადაცემული, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ასეთი პოზიციაც აქვს - მათ, ვინც ასევე ელოდება თავისი შვილების დაბრუნებას, რომელთაგან ერთი 16 წლისაც კი არ იყო. ჩვენთან 150 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ჩვენ ამისგან პოლიტიკას არ ვქმნით. ჩვენ ყოველთვის მოედნებზე გამოვდივართ და ამ საკითხებზე ვმსჯელობთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.