საზოგადოება
ყველა განაცხადი თავშესაფრის მინიჭებაზე იქნება უარყოფილი და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში - თუ საჭირო გახდა, იძულების წესითაც კი! - ქრისტიან კლოსი

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელმა ქრისტიან კლოსმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საკითხზე, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გასული თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ამიტომ გერმანიაში არ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სწორედ ამიტომ თითქმის ყველა განაცხადი თავშესაფრის მინიჭებაზე იქნება უარყოფილი და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში - თუ საჭირო გახდა, იძულების წესითაც კი. მათ აეკრძალებათ შენგენის ზონაში ხელახლა შესვლა", -განაცხადა გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელმა.