აქტუალური
რუსეთი ტექნიკურად მზად არის მსოფლიო ინტერნეტიდან გასათიშად!

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ინტერნეტის განვითარების საკითხებში გერმან კლიმენკომ, თუმცა დასძინა, რომ პროცესი უმტკივნეულო ვერ იქნება.
ტექნიკურად ჩვენ ახლა ნებისმიერი მოქმედებისთვის მზად ვართ, ერთი ტექნოლოგიიდან მეორეზე გადასვლის დროს შეფერხებები ყოველთვის არის... თუ ხვალ ჩვენი კოლეგები ჩამრაზიდან გამოგვთიშავენ, არ ვიცი, იქნება თუ არა ეს უმტკივნეულო... ალბათ, გაირკვევა, რომ ვიღაცა თავის მონაცემებს საზღვარგარეთ ინახავდა, თუმცა არსებობს დადგენილება აქ შენახვის შესახებ... ამიტომ ისინი, ალბათ, სიძნელეებს წააწყდებიან“, - განაცხადა კლიმენკომ.
მან აღნიშნა, რომ ადამიანებს ხშირად კარგად ვერ წარმოუდგენიათ, რამდენად არიან ტექნიკურად ამაში ჩაფლულები. მაგალითად, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ფიჭური ანძები - ეს არის ანძები პლუს პროგრამული უზრუნველყოფა, ეს არის როუტერები. „ეს კოლოსალური მოცულობაა, რომელიც შეგიძლია უბრალოდ ღილაკის დაჭერით გათიშო და ქვეყანა გარიყულ ქვეყნად აქციო“, - ხაზი გაუსვა კლიმენკომ.