უცხოეთი
ფხენიანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან „გულითადი“ საუბრისთვის მზად არიან

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. სამხედრო საფრთხის მოხსნის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი არ სჭირდება – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
სამხრეთ კორეული სააგენტო Yonshap-ის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ორი კორეა აპრილის ბოლოს ერთობლივ სამიტს გამართავს.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნაზეც შეთანხმდნენ. ერთობლივი სამიტი უსაფრთხოების ერთობლივ ზონაში, პანმუნკომში ჩატარდება. ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ბირთვული რაკეტების გამოცდა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შემთხვევაში შეწყვიტოს.
ფხენიანში განაცხადეს, რომ ვაშინგტონთან „გულითადი“ საუბრისთვის არიან მზად.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა სამხრეთ კორეის ხუთმა წარმომადგენელმა გამართა.

1tv.ge