პოლიტიკა
სკანდალი! შვედეთმა და ფინეთმა ნატოში შესვლაზე უარი თქვეს და უკრაინას რუსეთთან მეგობრობაზე იყოლიებენ

     საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. შვედეთის დაყოლიება ნატოში შესვლაზე ლამის ალიანსის შექმნის პირველი დღეებიდან გრძელდებოდა. და აი, 1 მარტს რფ-ის ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მე-14 მიმართვის შემდეგ, შვედეთმა საბოლოოდ თქვა უარი ნატოს წევრობაზე, როგორც ეს ადრე ფინეთმა გააკეთა. 2018 წლის 5 მარტს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდტმა განაცხადა, რომ „შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში მის ქვეყანას არ შეუძლია, გაძლიერებადი რუსეთის ფონზე, თავისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს“.
     წინა დღეს კი შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტქვისტმა, რომელსაც ყოველთვის მიაჩნდა, რომ „შვედეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალი უნდა გააძლიეროს ეროვნულ დონეზე, ნატოში შესვლის გარეშე“, განაცხადა, რომ „რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში შვედეთი მხოლოდ რამდენიმე დღეს გაძლებს“, რის შემდეგაც მისით პროკურატურა დაინტერესდა.
     მეტიც - 5 და 6 მარტს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტქვისტი და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმო სოინი ერთმანეთის მიყოლებით ჩავიდნენ კიევში - უკრაინის დასაყოლიებლად, რომ მათ ქვეყნებს მიჰბაძოს და ორიენტაცია აიღოს რუსეთთან მეგობრობაზე და არა ნატოსკენ სწრაფვაზე. „პარტნიორები ვიქნებით ცალ-ცალკე, პირდაპირ, ნატოს გარეშე, მითუმეტეს, რომ პუტინი დათანხმდა დონბასში მშვიდობისმყოფელებად და ეუთოს დამკვირვებელთა დასაცავად გაეროს მისიის შეშვებას“, - როგორც საქინფორმს კომპეტენტურმა წყარომ აცნობა, აცხადებდნენ ისინი კიევის ხელისუფლებთან კონფიდენციალური შეხვედრების დროს.

საქინფორმის
რედაქცია