სამართალი
ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ამას აშშ უბრძანებს! - ბურჯანაძე

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა ოპოზიციური პარტია დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. ივანიშვილმა შესანიშნავი და იოლი გზა იპოვა. ერთი მხრივ, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ფორმალურად ყველაფერს ემიჯნება და ამბობს – "მე რა შუაში ვარ?!" ეს მისთვის ძალზე კომფორტული პოზიციაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა მას პრეზიდენტად კენჭისყრა არაფერში სჭირდება", - განუცხადა ბურჯანაძემ Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს.
ბურჯანაძის აზრით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი მას მთლიანად ემორჩილებოდეს და, ყველაფერთან ერთად, დატოვოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე თბილისის ცენტრში: მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეს დატოვებს, და იქნება გასუსული. ამიტომ რაში სჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი? მაგრამ თუ ამერიკელებიკუთხეში დააყენებენ“, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავს".