სამართალი
მასალა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესაძლო კანდიდატზე ვიხილეთ, დამაჯერებლობას მოკლებული იყო - კობახიძე

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატზე ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო მანამდე, ვიდრე სავარაუდო კანდიდატების 14-კაციანი სია გამოქვეყნდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც 14-კაციანი სია გამოქვეყნებულია და აქცენტი კეთდება კანდიდატზე, რომელიც, შესაძლოა, უმრავლესობამ წარმოადგინოს, ეს დამაჯერებლობას მოკლებულია.
მინდა, გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს რომ გავრცელებულიყო იქამდე, ვიდრე გამოქვეყნებოდა სია, შეიძლება უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ეს ინფორმაცია ჩვენთვის, მაგრამ რომ ელოდები 14-კაციან სიას და მერე სავარაუდო პირს ამოარჩევ, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება ვინმემ წარმოადგინოს და უშვებ ინფორმაციას, რომელზეც მტკიცებულებაც არ არსებობს, ეს თავისთავად კითხვის ნიშნებს ბადებს. მითუმეტეს, საუბარი იყო, რომ რამდენიმე კვირის წინ შედგა ეს შეხვედრა, რომელზეც იყო საუბარი... უნდათ ვიღაცის დაბლოკვა, ვიღაცის წარდგენის შეფერხება, შესაბამისად, ცოტა დამაჯერებლობას იყო მოკლებული ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: 1tv.ge