აქტუალური
უამინდობის გამო,საქართველოს რეგიონებში, ელექტროენერგიის გარეშე ამ დროისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიას" 90 000-მდე აბონენტია დარჩენილი.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგია, ძირითადად, არ მიეწოდება, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და შიდა ქართლის რეგიონებს."ენერგო-პრო ჯორჯიას" პროგნოზით, გათიშული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარიშხლისა და დიდთოვლობის შედეგად გუშინ დილიდან ავარიულად გათიშული იყო "ენერგო–პრო ჯორჯიას" 211 919 აბონენტი.