უცხოეთი
ლე პენი - იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგი ეროვნული გამოფხიზლების ახალი ეტაპია

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეროვნული გამოფხიზლების ახალ ეტაპად აფასებს. ამის შესახებ მარინ ლე პენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
ლე პენმა ულტრამემარჯვენე პარტიას „ჩრდილოეთის ლიგას“ და მის ლიდერს მატეო სლავინის არჩევნებში წარმატება მიულოცა.
„პარტია „ლიგისა“ და ჩვენი მოკავშირისა და მეგობრის მატეო სალვინის წარმოუდგენელი პროგრესი და კოალიციის თავში გასვლა ხალხის ეროვნული გამოფხიზლების ახალი ეტაპია. გილოცავთ“, – წერს „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი.
იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37%-მდე მიიღო. ბერლუსკონის პარტიის ბლოკში ულტრამემაჯრვენე „ჩრდილოეთის ლიგა“ შედის.
მეორე ადგილზე ევროსკეპტიკური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავია“, რომელსაც ამომრჩეველთა თითქმის 31%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილს ხმების 24%-ით მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია იკავებს.

1tv.ge