პოლიტიკა
„რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს საქართველოში აშშ-ის საელჩოს უფროსი მრჩეველი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე უხელმძღვანელებს

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, დავით კაკაბაძე, რომელიც საქართველოში „რადიო თავისუფლებას“ 13 წელი ედგა სათავეში, პრაღაში მდებარე ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან უარი თქვა, „რადიო თავისუფლება“ საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის დაემორჩილებინა მასთან შერწყმის გზით.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე ამჟამად საქართველოში აშშ-ის საელჩოში უფროს მრჩევლად მუშაობას აგრძელებს.
აი, ასეთია ის, ამერიკული „თავისუფლება“...