საზოგადოება
კანადური ტელევიზია ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ალაპარაკდა

Nodar-Kumaritashviliნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კანადური ტელევიზია ალაპარაკდა. ადგილობრივ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებსა და ციგის საერთაშორისო ფედერაციას შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო.

„სი–ბი–სის“ ეთერში გასულ გადაცემაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამ არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო. ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯონ ფურლოგი თამაშების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეშფოთებული იყო იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები ავითარებდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, თამაშების ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს. კანადური ტელევიზიის ეთერში გასული მასალების დეტალებით დაინტერესდა ქართული მხარეც.

აღსანიშნავია, რომ 12 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან ერთი წელი შესრულდება.