საზოგადოება
პუტინი რუსეთის ისტორიაში ერთადერთი მოვლენის - საბჭოთა კავშირის დაშლის - შეცვლას ისურვებდა

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უპასუხა ბლიც შეკითხვების სერიას რუსეთის სახალხო ფრონტის მედიაფორუმის „სიმართლე და სამართლიანობა“ მიმდინარეობისას.
შეკითხვაზე - რომელი მოვლენის შეცვლას ისურვებდა, რომელიც უკვე მოხდა რუსეთში? - პუტინმა უპასუხა: „საბჭოთა კავშირის დაშლის“.
შეკითხვაზე - რომელ ისტორიულ პერიოდში ისურვებდა აღმოჩენას? - პუტინმა უპასუხა: „დღეს“.
„წარსულში ყველა ჩემი წინაპარი ყმა გლეხი იყო, მე კი პრეზიდენტი ვარ!“,
- განმარტა პუტინმა.