საზოგადოება
1 მარტი პუტინმა „რუსული გაზაფხულის“ დასაწყისად გამოაცხადა - არნო ხიდირბეგიშვილი

      „რუსეთის შეკავება არ გამოვიდა! ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ!“ - ფანტასტიკური იარაღის პრეზენტაციისთვის, რომელზე მძლავრი განკითხვის დღეს უფალსაც კი არ დასჭირდება, პუტინმა 1 მარტი შემთხვევით არ შეარჩია.
გაზაფხულის პირველი დღე რუსეთის პრეზიდენტმა „რუსული გაზაფხულის“ და, შესაბამისად, „ამერიკული შემოდგომის“ დასაწყისად გამოაცხადა. პუტინმა ღიად თქვა და აჩვენა - ამიერიდან რა მოელის აშშ-ს, თუ ის უფრო სახიფათო ქმედებებს გაბედავს, ვიდრე „არაბული გაზაფხული“ და „ფერადი რევოლუციები“ იყო, როგორც საქართველოში.
მაგრამ ფედერალური კრებისადმი მიმართვაში ჩადებული იყო აგრეთვე ფარული მესიჯები ამერიკელებზე უფრო შეუსმენელი ქართველებისთვის:
1 - იარაღის ექვსი სახეობიდან ერთ-ერთს საგანგებოდ დაარქვეს „ხანჯალი“;
2 - ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი „ხანჯალი“ უკვე საბრძოლო მორიგეობაზეა სამხრეთის სამხედრო ოლქში - ანუ, საქართველოსთან საზღვაო და სახმელეთო საზღვრებზე, მათ შორის - რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც სსო-ში შედიან;
3 - პუტინის გამოსვლა პირველად მიმდინარეობდა არა კრემლში, არამედ მანეჟში, რომელსაც ქართველი მართავს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 5 მარტი
საქართველო, თბილისი