პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების ორგანოები არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დაინტერესებული არ იყვნენ - ეკატერინა ბიაზროვა

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. „ტატუნაშვილი სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა თვალთახედვის არეში იმყოფებოდა, როგორც პირი, რომლის მიმართ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ქართული სპეცსამსახურების საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე. სახელმწიფო უშიშროების ორგანოები მის სიკვდილში დაინტერესებული არ იყვნენ, ვინაიდან იგი ღირებული ინფორმაციის მატარებელი იყო“, - განაცხადა ბრიფინგზე ცხინვალში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესმდივანმა ეკატერინა ბიაზროვამ, გადმოსცემს SPUTNIK.
გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ვასილი პოლიაკოვი მოყვა იმ სისხლისსამართლებრივი საქმის დეტალებს, რომლის ფარგლებში არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს. „2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს“, - ახსნა პოლიაკოვმა.
მისი განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვით ბრალი“. „ასეთია 45 ადამიანზე მეტი. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს შსს-ის ექსხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები“, - განაცხადა პოლიაკოვმა.
დე-ფაქტო გენპროკურატურის წარმომადგენლის თქმით, გამოძიებამ დაადგინა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სამხედრო ფორმირებების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების არაერთი ეპიზოდი. მოკლულია 162 მოქალაქეზე მეტი, დაჭრილია 700 ადამიანზე მეტი, გატაცებულია 53 ადამიანი, გადამწვარია 735-ზე მეტი მოქალაქე და განადგურებულია 1510 სახლზე მეტი, განადგურებულია 300-ზე მეტი მოქალაქის ქონება, 55 სახელმწიფო დაწესებულების ქონება, სამეწარმეო საქმიანობის 104 ობიექტი, დახვრეტილია 17 ლტოლვილი, რომლებიც ცხინვალი-ძარის გზით სამხედრო ბრძოლის ზონის დატოვებას ცდილობდნენ, - თქვა პოლიაკოვმა.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ქართული სპეცსამსახურები გეგმავდნენ ცხინვალის მოსახლეობის მოწამვლას წყალგამყვან „ედის-ცხინვალში“ მომწავლელი ნივთიერებების შერევით.