საზოგადოება
დღეს სასტუმრო „ბეტსში“ წიგნის „რუსეთი და საქართველო. კრიზისიდან გამოსვლის გზები“ პრეზენტაცია გაიმართება

betsiკონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ახალი წიგნის „რუსეთი და საქართველო. კრიზისიდან გამოსვლის გზები“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება. წიგნი რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. მისი ავტორები ქართველი და რუსი მეცნიერები და პოლიტოლოგები არიან. პუბლიკაცია არის სტატიების კრებული, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული პროექტის „სტამბოლის პროცესის“ ორწლიანი გამოცდილების საფუძველზე. პროექტის ფარგლებში სტამბოლში გაიმართა რუსი და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტების რამდენიმე შეხვედრა.