პუბლიკაციები
მარგველაშვილი ქართველების რუსებთან და აზერბაიჯანელებთან გადაკიდებას ცდილობს! - საქინფორმი

     როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახელმწიფო სახსრებით დაიწყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება კამპანიის სახით „დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე, რესპუბლიკის 100 წელი“.
მორიგი შეხვედრა მარგველაშვილმა სტალინის სამშობლოში - გორის უნივერსიტეტში ჩაატარა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრებით შექმნილი „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“ გახსნა. ეს მეორე „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმია“ საქართველოში, პირველი თბილისში პრეზიდენტ მარგველაშვილის წინამორბედმა და კერპმა - პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა.
მუზეუმის გახსნის შემდეგ მარგველაშვილმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ქართული სამხედრო სასწავლებლების კურსანტებისთვის რუსოფობიური ლექცია ჩაატარა, რომელშიც მოუწოდა, დაარტყან „მტერს - რუსებს, რომლებმაც ქართულ-ოსურ ერთიანობას დაარტყეს“. ამით საქართველოს პრეზიდენტმა დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს წინა ხელისუფლების ნაციონალისტური პოლიტიკის მიუხედავად აქ დარჩენილი რუსი ეროვნების მოქალაქეები და დამღუპველი ზეგავლენა მოახდინა ქართველი ახალგაზრდობის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე.
„ქართველებს და ოსებს ერთი მომავალი აქვთ!“, - თავისას ერეკებოდა მარგველაშვილი ისე, რომ არც დაინტერესებულა ამის თაობაზე თავად ოსების აზრით, რომლებსაც ცხოველებივით კლასიფიკაცია ჩაუტარა და განაცხადა, რომ „ოსებს შორის არიან მამაცები და სწორები“. მაგრამ საქართველოს არასწორ პრეზიდენტს სიმამაცე არ ჰყოფნის, რომ ოსებთან დარეკოს, მაშინაც კი, როცა იქ საქართველოს მოქალაქე იღუპება! ვერ ბედავს, დარეკოს „ცხინვალში, რომელიც ავლაბრის სასახლის ფანჯრებიდან ჩანს“, სააკაშვილისგან მემკვიდრეობით რომ ერგო!
მორიგი შეხვედრა კამპანიის „დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე, რესპუბლიკის 100 წელი“ ფარგლებში, რომლის დროსაც პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მასავით სამარცხვინო მთავრობას უწევს რეკლამას, რომელმაც ქვეყანა უცხოელ ინტერვენტებს შეატოვა საჯიჯგნად, მარნეულში გაიმართა, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში. როდესაც 26 თებერვალს, აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან და აზერბაიჯანელი საზოგადოებრიობის გამოჩენილ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს შეახსენეს, რომ „დღეს აზერბაიჯანში ხოჯალის გენოციდის 26-ე წლისთავი აღინიშნება“ და სთხოვეს, ტრაგედიის ნსხვერპლთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით მიეგო პატივი, მარგველაშვილმა... უარი თქვა! ხაზს ვუსვამ - აზერბაიჯანელები საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგებას სთხოვდნენ, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები აკეთებენ მემორიალთან გმირთა მოედანზე თბილისში, ან საქართველოს ხელმძღვანელები - შაჰიდების ხეივანში ბაქოში და „ციცერნაკაბერდის“ კომპლექსში ერევანში.
იმავე დღეს, ქვემო ქართლის მეორე რეგიონულ ცენტრში - ბოლნისში, სტალინის სამშობლოში გახსნილი „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის“ მსგავსად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროგრამის „ვლაპარაკობთ ქართულად“ ფარგლებში აზერბაიჯანელ საზოგადოებასთან შეხვედრისას, მარგველაშვილმა მეორედ მიაყენა შეურაცხყოფა აზერბაიჯანელებს. „მე ქართულს გასწავლი იმისთვის, რომ შენი აზრი ვიცოდე!“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც აუდიტორიას შენობით მიმართა, დაავიწყდა რა, რომ მის წინაშე ბნელი მონები კი არა, აზერბაიჯანელები იყვნენ!
საქინფორმში არასოდეს ჰქონიათ ილუზია მარგველაშვილის მიმართ, რომელიც ქართველ ერს ჭკუასუსტ დებილებად მიიჩნევს, რადგან ქართველების უსაფუძვლო მხიარულების შესახებ მამარდაშვილის თეორიის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს. მაგრამ დღეს საქართველოს პრეზიდენტი საბოლოოდ გავიდა სამართლებრივი ველიდან, როგორც არაერთხელ გვაფრთხილებდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, და მრავალეროვანი ქართული სახელმწიფოსთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს! მარგველაშვილის მუტაცია დასრულდა და ჩვენ წინაშეა სერიული მოდიფიკაციის მუტანტი „სააკაშვილი-2“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი აუცილებლად მიიჩნევს ნებისმიერი საზოგადოებრივი კამპანიის შეჩერებას, რომლებსაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ატარებს. განსაკუთრებით აუცილებელია მისი იზოლაცია ახალგაზრდობისგან და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ არ უნდა იქნეს დაშვებული მისი დაბრუნება ინსტიტუტში, ყოფილ სამუშაო ადგილზე. მარგველაშვილის წინააღმდეგ შესაძლებელია, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების მუხლით, რომელიც სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოს მომენტისთვის, რომელმაც მას ხელმძღვანელი სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, საშუალო და უმაღლეს სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა უნდა აუკრძალოს, მარგველაშვილს საპრეზიდენტო იმუნიტეტი აღარ ექნება.

საქინფორმის რედაქცია
2018 წლის 5 მარტი
საქართველო, თბილისი