საზოგადოება
„ხანჯალი“ სამხრეთის სამხედრო ოლქში - პუტინმა ფედერალურ კრებას ახალი ჰიპერბგერითი საავიაციო-სარაკეტო კომპლექსი წარუდგინა

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. „მნიშვნელოვანი გახდა ზეზუსტი ჰიპერბგერითი საავიაციო-სარაკეტო კომპლექსის შექმნა, რომელსაც ასევე არ გააჩნია ანალოგი მსოფლიოში. გამოცდები წარმატებით დასრულდა, და მეტიც, გასული წლის 1 დეკემბრიდან კომპლექსი სამხრეთის სამხედრო ოლქის აეროდრომებზე საცდელ-საბრძოლო მორიგეობას შეუდგა“, - აღნიშნა პუტინმა, რის შემდეგაც ნაჩვენები იქნა ვიდეო ამ შეიარაღების დემონსტრირებით - როგორ აყენებს ის დარტყმას (იხ. ვიდეოზე მიმართვის სრული ვერსია).
„ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ“, - ამ სიტყვებით დაამთავრა პუტინმა მსოფლიოში ანალოგის არმქონე უახლესი რუსული იარაღის დემონსტრაცია. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ დამუშავებაში მონაწილეობდა - „სწორედ ისინი არიან ჩვენი დროის ნამდვილი გმირები!“ - თქვა რფ-ის პრეზიდენტმა და დასძინა: „ვიმედოვნებ, ყველაფერი, რაც ახლა ითქვა, პოტენციურ აგრესორს გამოაფხიზლებს“.
საქინფორმი:
პოტენციური აგრესორი, რაღა თქმა უნდა, აშშ გახლავთ. პუტინის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებზე ყველაფერი აშშ-სკენ მიფრინავდა, მიცურავდა და ურტყამდა.
არხეინ საქართველოში კი, რომელმაც თავი აშშ-ის მოკავშირედ წარმოიდგინა, სულ ცოტა, ყურადღება უნდა მიაქციონ „ხანჯალს“ სამხრეთის სამხედრო ოლქში, ანუ - თბილისის გვერდით.