საზოგადოება
„სარმატი“ - პუტინმა ფედერალურ კრებას წარუდგინა სუპერმძლავრი კონტინენტთაშორისი რაკეტა და ფრთოსანი რაკეტა ბირთვული ენერგოდანადგარით

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. „ჩვენ რაკეტების ახალი თაობის დამუშავებას ვიწყებთ. კერძოდ, ამჟამად თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო-კოსმოსური დარგის საწარმოებთან ერთად დაიწყო ახალი სარაკეტო კომპლექსის გამოცდების ახალი ფაზა, რომელსაც „სარმატი“ უწოდეს. მას 200 ტონაზე მეტი წონა და ფრენის მოკლე აქტიური მონაკვეთი აქვს, რაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით მის გამოჭერას ართულებს.
2017 წლის ბოლოს რფ-ის ცენტრალურ პოლიგონზე განხორციელდა
ბირთვული ენერგოდანადგარის მქონე უახლესი რუსული ფრთოსანი რაკეტის წარმატებული გაშვება. ეს და მიწისზედა გამოცდების კომპლექსი საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ შეიარაღების პრინციპულად ახალი ტიპის შექმნა - ბირთვული იარაღის სტრატეგიული კომპლექსისა ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით აღჭურვილი რაკეტით“, - უამბო პუტინმა დამსწრეთ, რის შემდეგაც ნაჩვენები იქნა ვიდეო ამ შეიარაღებების დემონსტრირებით - როგორ აყენებენ ისინი დარტყმებს (იხ. ვიდეოზე მიმართვის სრული ვერსია).