საზოგადოება
რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ბირთვულ თავდასხმად ჩაითვლება, რაზეც პასუხი მყისიერი იქნება! - პუტინი

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. „აღვნიშნავ: ჩვენს სამხედრო დოქტრინაში რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მხოლოდ მის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პასუხად. ანდა ჩვენ წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, როდესაც საფრთხე თავად სახელმწიფოს არსებობას ემუქრება. ამასთან დაკავშირებით თავს მოვალედ ვთვლი, შემდეგი განვაცხადო: მცირე, საშუალო ან ნებისმიერი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ჩვენ განვიხილავთ, როგორც ბირთვულ თავდასხმას ჩვენს ქვეყანაზე. პასუხი იქნება მყისიერი, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით!“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რფ-ის ფედერალური კრებისადმი გუშინდელ მიმართვაში (იხ. ვიდეოზე მიმართვის სრული ვერსია).