სამართალი
შსს - ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბარათაშვილის ქუჩაზე მინა ჩამოვარდა. ექვსი არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე 70- სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 14 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, მოზარდს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.