უცხოეთი
სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტობის კანდიდატს, არმენ სარგსიანს უსმენენ

     საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, არმენ სარგსიანს უსმენენ.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ერევნიდან იტყობინება, პრეზიდენტობის კანდიდატი არმენ სარგსიანი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება, კორუფციასთან ბრძოლას აპირებს.
სარგსიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი როგორც ევროკავშირში, ისე ევრაზიულ კავშირში.
სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად არმენ სარგსიანის კანდიდატურა ოფიციალურად გუშინ დააყენა.
სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატურად პარლამენტი სავარაუდოდ 2 მარტს უყრის კენჭს. არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც 105 დეპუტატიდან მინიმუმ 79-ის მხარდაჭერას მოიპოვებს.