საზოგადოება
ორბელიანის მოედანზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. თბილისში ორბელიანის მოედანზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმის განცხადებით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მას ოპერაცია ვერ ჩაუტარდა, რადგან მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ოპერაციის დაწყებამდე გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
„პაციენტი შემოყვანილია ემერჯენსის განყოფილებაში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმის მიღების შემდეგ. რამდენიმე წუთში იქნა აყვანილი საოპერაციოში, ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას. პრაქტიკულად, პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო“, - განაცხადა რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გიორგი ხარჩილავამ.
ადგილიდან 3 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი - „ამტელ ჰოსპიტალში".
შუშა ელექტროსისტემის შენობიდან ჩამოვარდა.