საზოგადოება
შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით საუბარი არავის არგებს, ჰესების მშენებლობა სასარგებლოა ქვეყნისთვის - ქუმსიშვილი

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. შანტაჟისა და ულტიმატუმების გზით საუბარი არავის არგებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სვანეთში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დაანონსებული საპროტესტო აქციების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჰესების მშენებლობა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პროექტები უნდა განხორციელდეს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თითოეულ პროექტზე ინვესტორებს არაერთხელ ჰქონდათ საჯარო განხილვა მოსახლეობასთან, სადაც პროექტები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები გააცნეს.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია რეგიონების დეცენტრალიზაციის, მათი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.
დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთში ჰესების მიმდინარე მშენებლობები სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და, გარდა ამისა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ამიტომ პროექტები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადგილობრივი მოსახლეობა სვანეთში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით 4 მარტს საპროტესტო აქციის გამართავს გეგმავს.