საზოგადოება
გალიდან ზუგდიდის მიმართულებით არალეგალურად მოძრავი ავტობუსები დააკავეს

galiiგალიდან ზუგდიდის მიმართულებით და პირიქით – რუსებისა და აფხაზების მიერ ნებადართული გზით, ანუ ენგურის ცენტრალური ხიდით ავტობუსები მხოლოდ სოფ. ღუმურიშამდე და საბერიომდე მიდიან. დანარჩენ სოფლებში ტრანსპორტი შემოვლითი, არალეგალური გზებით მოძრაობს, ამიტომაც ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო რუსებისა და აფხაზების მიერ ამ გზების გაკონტროლება და მართლაც ისინი დაინტერესდნენ ამ შემოვლითი გზებით და ყველა ტრანსპორტი, რომლებიც ამ გზებით სარგებლობდნენ დააკავეს და არ გაუშვეს ზუგდიდის მიმართულებით. მათი მოთხოვნაა, რომ ტრანსპორტმა მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით იმოძრაოს, რაც ძალიან არახელსაყრელია გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებთათვის, რადგან მათ დამატებით უხდებათ რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა. არადა, რუსები და აფხაზები, დიდი ხანია, დაჰპირდნენ მოსახლეობას, რომ დაბალი ზონის სოფლების მიმართულებითაც გახსნიდნენ ოფიციალურ გზას.