სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.
როგორც ქორიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეწყალებულთაგან 73 პირი საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მათგან ოთხი ქალია.
რაც შეეხება დანარჩენ 43 მსჯავრდებულს, მათ საპატიმრო სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდათ. მათგან ორი ქალია.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისია 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და 858 პირის საქმე განიხილა.