აქტუალური
2018 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 4,4 პროცენტი შეადგინა

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 4,4 პროცენტი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლება დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების და კავშირგაბმულობის სფეროებში.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა, 2018 წლისთვის კი ბიუჯეტში ჩადებული პროგნოზი 4,5 პროცენტია.