პუბლიკაციები
არჩილ ტატუნაშვილი - დივერსანტი თუ სხვერპლი?

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. როგორც იუწყება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა. ნაწერის ქვეშ სხვა ავტორია მითითებული, თუმცა ქაღალდის სიძველიდან გამომდინარე, არჩილ ტატუნაშვილი, როგორც ჩანს მას დიდი ხანია გულით ატარებდა. სავარაუდოდ, დიდი ხნის, საერთაშორისო მისიის შესრულების დროსაა დაწერილი.

სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზე
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება
ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ

გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.

,,ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით. საკითხის სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. ამასთან, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ”, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა. ,,მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მან არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ტრაგედიას დიდ ტკივილად დაემატა. ,,ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა, მათ შორის საერთაშორისო მისებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ემსახურებოდა სამშობლოს, სამხედრო სამსახურის შემდეგ კი, ცხოვრობდა უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით. ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს.“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს როგორც გადმოსვენების საკითხებზე, ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე. ,,ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა - სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ფაქტის შესახებ საქართველოს მთავრობამ დილითვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აცნობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ცხინვალის დე- ფაქტო ხელისუფლებას მიმართა და მოითხოვა, რომ ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შეშვება მომხდარიყო, თუმცა უარი მიიღო.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დღისით ლენინგორში (ახალგორი) დააკავეს და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს, მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს ცხინვალის იზოლატორში, - ამის შესახებ განცხადება ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია“-ს ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ გააკეთა. ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანშისაუბრისას ქაცარავამ დაასახელა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელიც. მან თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლა ლუდვი ხაჩიროვმა. დამკვეთები კი იყვნენ ფილიპ ხაჩიროვი და ალექსანდრე ჯიეოვი.
რაც შეეხება ექსპერტიზას, დავით ქაცარავა ვარაუდობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზას რუსეთი მაქსიმალურად გაახანგძლივებს დროში, რადგან ის არის საკონტროლო გასროლით მოკლული. რუსები გააჯანჯლებენ მაქსიმალურად რადგან არჩილ ტატუნაშვილის არის სასტიკად ნაწამები. ასევე არის ერთ-ერთ წყაროდან მოსული ინფორმაცია, რომ ის არის მოკლული საკონტროლო გასროლით, - განაცხადა ქაცარავამ.
დავით ქაცარავას შეფასებით ის რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა, ეს არის ფსიქოლოგიური ტერირო. ეს არის მცდელობა ჩვენს სახელმწიფოზე რომ დაგვაჩმორონ, -განაცხადა დავით ქაცარავამ. მისივე ინფორმაციით თუ 48 საათიანი ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ გადამოასვენებენ, მაშინ ოჯახი და ახლობლები ნატახტარის გზას კვლავ გადაკეტავენ და რუსული ნომრებით მოძრავ ავტომანქანებს გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.