პოლიტიკა
აშშ ღრმად შეაშფოთა საქართველოს მოქალაქის დაღუპვამ ცხინვალში, მაგრამ არ შეაშფოთა საქართველოს ათასობით მოქალაქის დაღუპვამ და წამებამ მისი მარიონეტის - სააკაშვილის მმართველობის დროს! - საქინფორმი

     საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა და სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
      ასევე, აშშ ღრმად არის შეშფოთებული“ საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო: მოვითხოვთ, მათ თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცეთ, – განაცხადა ნაუერტმა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრულად დადგენას მოითხოვს“.
      პასუხად საქინფორმი ასევე „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს“, რომ საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი - მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სუპერსახელმწიფო ყველაზე დიდი არმიით, როგორც ყოველთვის, მხოლოდ „ღრმა შეშფოთებით“ შემოიფარგლება, იმიტომ რომ რუსეთის ეშინია და, როგორც ყოველთვის, მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია, თორემ „სამხრეთ ოსეთი“ დღეს „ოკუპირებული“ არ იქნებოდა!
      საქინფორმი „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს“, რომ საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყენებს ტერმინ „სამხრეთ ოსეთს“, და არა სამაჩაბლოს ან თუნდაც ცხინვალის რეგიონს!
      საქინფორმი „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს“, რომ აშშ დღემდე მფარველობს და ქართულ მართლმსაჯულებას არ გადმოსცემს ძებნილ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში დანაშაულები ჩაიდინა ადამიანურობისა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ოსი და ქართველი ეროვნების ასობით მოქალაქე დაიღუპა!
      საქინფორმი „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს“, რომ აშშ „ღრმად არ შეშფოთდა“, როდესაც საქართველოში მისი მარიონეტის - პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს დღისით-მზისით არაფრის გამო აკავებდნენ, კლავდნენ და „ღრმად“ აწამებდნენ, მაგრამ პასუხად აშშ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა!
      და თუმცა მაშინ ლამაზმანი ნაუერტიც ღრმა დეკოლტეს ატარებდა, ამის გამო „ღრმად არ შეშფოთებულა“, რადგან Fox News-ის უბრალო ტელეწამყვანი გახლდათ - უბრალო მილიარდერ „ტრამპის“ რჩეული, რაც თარგმანში „კოზირს“ ნიშნავს.