თბილისში არასრულწლოვანთა დანაშაულმა იმატა
თბილისის მასშტაბით, არასრულწლოვანებში დანაშაულმა 4,6 პროცენტით იმატა. შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველოში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში 543 არასრულწლოვანი იქნა შემჩნეული, მათგან 111 - თბილისში. მოზარდთა უმეტესობა ქურდობაშია შემჩნეული.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში განზრახ მკვლელობის 2, გაუპატიურების 2 და მკვლელობის მცდელობის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, ნარკოტიკულ დანაშაულში კი 15 მოზარდი იქნა შემჩნეული. სამართალდამცველებმა ასევე იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადება-გადაზიდვა-გადაგზავნა- გასაღების საქმეში 4 არასრულწლოვანი გამოავლინეს. 9 თვის განმავლობაში მოზარდების მიერ მოძრაობის წესების დარღვევის 8 შემთხვევიდან 2 სასიკვდილო შედეგით დასრულდა.