სამართალი
საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას მოითხოვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„აღნიშნულის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე აცხადებს: „ შეშფოთებული ვართ 22 თებერვალს ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. მოვითხოვთ მისი გარდაცვალების ფაქტის სარწმუნო და გამჭვირვალე გამოძიებას, მზადყოფნას გამოვთქვამთ, მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს“.