აქტუალური
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მიიღო

     საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრა უკრაინის ელჩის ინიციატივით შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, რომლის მიერაც ეს შეხვედრა იყო ორგანიზებული.
უკრაინულ მხარესთან არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ. საინტერესოა, რომ უკრაინული დიასპორის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრაზე, კერძოდ, ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 100 წლისთავის აღნიშვნაზეც - იგორ დოლგოვმა გიორგი ტყემალაძეს ღონისძიების ვარდების ბაღში ჩატარებაში მხარდაჭერა სთხოვა. ამასთან დაკავშირებით თბილისში 2 წლის წინ ჩატარებული ღონისძიება - უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე გაიხსენეს, რომელიც ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის - ფრაქცია „ქართული ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარის რიმა ბერაძის და საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს და მისი თავმჯდომარის რიტა ხიდირბეგიშვილის ორგანიზებული იყო და როგორც თბილისელების, ასევე დედაქალაქის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 


საქინფორმი