საზოგადოება
აფხაზეთში გადავალთ და ფესტივალს იქ ჩავატარებთ! - გიორგი სიგუა

     საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. GEM Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში მიწას წელს იჯარით არ მისცემენ, ღონისძიებას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარებს. ამის შესახებ სიგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ:
1. ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.
2.
როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.
3.
მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათიდახმარებარომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე.
4.
მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ
5.
როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.
6. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ.