აქტუალური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს აუქციონი გაიმართება და არამიანცის კომპლექსში შემავალი კიდევ სამი კლინიკა გაიყიდება.
სამინისტროს ინფორმაციით, წინანდლის ქ. №9-ში მდებარე "თორაკო-აბდომინალური კლინიკის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის საწყისი გასაყიდი ფასი 2 000 000 ლარია.850 000 ლარად იყიდება "თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 100%-იანი წილი, ხოლო ანესთეზიოლოგიური კლინიკის სახელმწიფო საკუთარებაში არსებულ აქციათა 100%-იანი წილის საწყისი გასაყიდი ფასი კი 50 000 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, კლინიკების ახალი მფლობელი ვალდებულია, ობიექტებს პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.
ე.წ არამიანცის კლინიკის კომპლექსში შემავალი ოთხი კლინიკა უკვე გაიყიდა.