საზოგადოება
10 თებერვლიდან ტემპერატურის მკვეთრ დაცემას პროგნოზირებენ

Cyclone_Catarinaამინდის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ კვირის ბოლოდან ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მკვეთრად დაეცემა.

ტემპერატურის ვარდნას ე.წ. ატლანტიკის ციკლონის მოახლოება განაპირობებს, რომელთანაც ცივი და ნოტიო ჰაერის მასებია დაკავშირებული.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში 10 თებერვლიდან კვლავ მოთოვს.

ტემპერატურა მკვეთრად მომდევნო დღეებში დაეცემა. რაც შეეხება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს, აქ სინოპტიკოსები თოვლთან ერთად ძლიერ ქარსაც პროგნოზირებენ.