პოლიტიკა
საქინფორმის მოთხოვნით გაწვეულმა აშშ-ის ელჩმა გამომშვიდობებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო გარემოს უზურპაციისა და ხელისუფლებაზე ერთპარტიული მონოპოლიის გზით არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა!

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაითვალისწინა საქინფორმის თხოვნა, მისი მთავარი რედაქტორისაგან წერილის მიღების მეორე დღეს აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან გაიწვია და დიპლომატიური სამსახურიდან პენსიაზე გაუშვა.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სურვილია, ვიხილოთ საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მეორე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას, როგორც სრულად დამოუკიდებელი და სანდო ინსტიტუტისა, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და მისთვის აპრიორი კანონის სულისკვეთება და კანონის სიტყვაა.
მესამე, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოზე, სადაც ყველა პარტიას აქვს კონკურენციის გაწევის თანაბარი შესაძლებლობები. კვალიფიციური პარტიებისათვის აუცილებელია უკეთესი ხელმისაწვდომობა კამპანიისათვის საჭირო ფინანსებზე და გაზრდილი საეთერო დრო, განსაკუთრებით დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის. სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის, დგას ერთპარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე.
მეოთხე, მოქალაქეები საკუთარ ნება-სურვილს თავისუფლად გამოხატავენ საარჩევნო ყუთებთან მხოლოდ მაშინ, თუ ისინი თავისუფალი არიან ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინებისაგან. პრინციპი ერთი ადამიანი/ერთი ხმა ფუნდამენტურია დემოკრატიის განვითარებისათვის“, - განაცხადა ელჩმა კელიმ თავის გამოსათხოვარ სიტყვაში.
ამით აშშ-ის უკვე ყოფილმა ელჩმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს ცესკო-ს ნდობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ის არ არის დამოუკიდებელი ორგანო, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთის შემსრულებელია, რომ პოლიტიკა მისთვის კანონზე მაღლა დგას, რომელსაც ის ამით არღვევს. რომ საქართველოში არ არსებობს ყველა პარტიისა და კანდიდატისთვის თანაბარი შესაძლებლობები - ყველა სემოწირულების და საეთერო დროის 90% უზურპირებული აქვს „ქართულ ოცნებას“, რაც ხელისუფლებაზე ერთპარტიული მონოპოლიაა! და რომ საქართველოში ამომრჩევლებიც არ არიან თავისუფალი, იმიტომ რომ ზეწოლისა და მუქარის ქვეშ იმყოფებიან (იხ. ვიდეო აქ).

საქინფორმი