პოლიტიკა
საქინფორმის მოთხოვნით გაწვეულმა აშშ-ის ელჩმა გამომშვიდობებისას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოში დიქტატურის რეჟიმის შექმნაში დაადანაშაულა!

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაითვალისწინა საქინფორმის თხოვნა, მისი მთავარი რედაქტორისაგან წერილის მიღების მეორე დღეს აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოდან გაიწვია და დიპლომატიური სამსახურიდან პენსიაზე გაუშვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაფართოვდა, აუცილებელია, საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელიყველა ეს გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა. უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩევლის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით. საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს.
მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალსზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევების ზრდა.
2018
და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო“, - განაცხადა ელჩმა კელიმ თავის გამოსათხოვარ სიტყვაში.
ამით აშშ-ის უკვე ყოფილმა ელჩმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ „დასავლეთს ეჭვი ეპარება საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ ორიენტაციაში, რომელიც გამუდმებით მიიწევს ერთმორწმუნე რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღდგენისკენ, რაც აშშ-ს დაფიქრებას აიძულებს - ტყუილად ხომ არ დავახარჯეთ საქართველოს მილიარდობით დოლარი?!
მილიარდერ ივანიშვილის მმართველმა პარტიამ ქვეყანაში დიქტატურის არადემოკრატიული რეჟიმი შექმნა და ოპოზიციაში გადასულ „ნაცმოძრაობას“ ატერორებს, ხოლო არაკონკურენტული არჩევნები საქართველოში ამომრჩევლის აზრს არ გამოხატავს.
საქართველოში არ არსებობს კანონის უზენაესობა, მაგრამ იქ წარმოიდგინეს, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრობის ღირსები არიან, თუმცა ეს ასე არ არის! საქართველოს ჯერ კიდევ მოუწევს დემოკრატიაზე ფეხმძიმობის ტესტის ჩაბარება და თუ მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ის გამოცდას ვერ ჩააბარებს და არსადაც არ მიიღებენ, ხელისუფლება კი ისევ შესაცვლელი გვეყოლება!“
(იხ. ვიდეო აქ).

საქინფორმი