საზოგადოება
ეგვიპტიდან ბოლო 42 ტურისტიც ჩამოიყვანეს

airzena_reisiროგორც საქინფორმს "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა,   გამთენიისას, სპეციალური რეისით, ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხიდან ბოლო 42 ქართველი ტურისტი დაბრუნდა.

მისი თქმით, ამ ჩარტერული რეისით ის ტურისტებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც შარმ-ელ-შეიხიდან 11 თებერვალს უნდა გამოფრენილიყვნენ.

გიორგობიანის განცხადებით,"აირზენა" მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რეისი ეგვიპტის მიმართულებით კიდევ შეასრულოს.