საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები 12 576 მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია, მათ შორის 9 517 სოფლად ცხოვრობს

     საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს. წერა-კითხვის უცოდინართაგან 900 მოქალაქის ასაკი 10-დან 20 წლამდეა. საქსტატის ცნობით, წერა-კითხვის არმცოდნე მოსახლეობის მესამედი ეთნიკურად არაქართველია.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შედეგად ირკვევა, რომ წერა-კითხვა იცის, მაგრამ დაწყებითი განათლება არ აქვს 104 ათასზე მეტ მოქალაქეს, მოსახლეობის 8%- კი მხოლოდ საბაზო განათლება აქვს მიღებული.
საქსტატში ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არაა. პირიქით, 2002 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ პროცესი გაუმჯობესებულია, წერა-კითხვის უნარს კი უფრო მეტი მოქალაქე ფლობს.